logo
ENG



აშშ-ის საელჩო: 5 წლის შემდეგ აშშ-ის სამხედრო ხომალდი "მაუნთ უიტნი" საქართველოში დაბრუნდა

08 ნოე 202111:07
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ის საელჩო: 5 წლის შემდეგ აშშ-ის სამხედრო ხომალდი "მაუნთ უიტნი" საქართველოში დაბრუნდა

აშშ-ის სამხედრო ხომალდი "მაუნთ უიტნი" საქართველოშია. 

აშშ-ის საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ  მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი" საქართველოში 5 წლის შემდეგ დაბრუნდა. ხომალდი საქართველოში მათ შორის 2008 წლის ომის დროსაც ჩამოვიდა, როცა აშშ-მ ჰუმანიტარული დახმარება მოგვაწოდა. 

"მივესალმებით აშშ-ის საზღვაო ხომალდი „მაუნთ უიტნისა" და „პორტერს"! ხუთი წლის შემდეგ მეექვსე ფლოტის ფლაგმანი, „მაუნთ უიტნი" საქართველოში დაბრუნდა. ამ ხომალდისთვის საქართველოს პორტები უცხო არ არის, ვინაიდან „მაუნტ უიტნი" ქვეყანას ხუთჯერ ეწვია, მათ შორის, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის დროს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით". - წერს აშშ-ის საელჩო. 


close დახურვა